სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში- მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახმეტის მუნიციპალიტეტიდან, კერძოდ პანკისის ხეობიდან ანსამბლმა ,,პანკისი“.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე ანსამბლმა- ქართული და ქისტური ტრადიციული მთის ფოლკლორი წარადგინა.
” ფესტივალზე მათ წარმოადგინეს ქართული და ქისტური ტრადიციული მთის ფოლკლორი, გაცოცხლებული ძველი ჩანაწერები, ანსამბლის ხელმძღვანელის – ლანა გუნაშაშვილის ერთ-ერთი ექსპედიციის ნიმუში (ნამაზი).
აღნიშნული ფესტივალი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკალური ფესტივალი ცენტრალურ ევროპაში,მისი მიზანია ხელახლა აღმოაჩინოს ნაკლებად ცნობილი მუსიკალური სტილები, აცნობს აუდიტორიას სხვადასხვა ხალხისა და ქვეყნის მუსიკალურ ტრადიციებსა და კულტურებს.
საერთაშორისო ფესტივალზე ანსამბლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ანსამბლის რეპერტრუარით,კულტურით, ცხოვრებით დაინტერესდნენ ტელევიზიები.ჩაინიშნა სამომავლო კონცერტები ლონდონში, ბელგიაში და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.