ამინდის გაუარესების გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
როგორც ადგილობრივ მერიაში აცხადებენ, ავტობუსების გადაადგილება დღის განმავლობაში განახლდება.
“თელავის მუნიციპალიტეტის მერია და სატრანსპორტო სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.