ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა ქართულ ღვინის შესახებ ორი ვიდეორგოლი მოამზადა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ერთწუთიან ვიდეო რგოლები, რომლებშიც საუბარია ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე, ისტორიასა და კულტურაზე, CNN-ის ეთერში 15 იანვრიდან 28 იანვრამდე პერიოდში განთავსდება.
ტელეკომპანიის მხრიდან ქართული ღვინით დაინტერესება ქართული ღვინის შესახებ მომზადებულმა ვიდეორგოლმა „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ განაპირობა, რომელიც CNN-ის ეთერში გასული წლის 26 ნოემბრიდან, ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული.