ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ახმეტაში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მერმა ომის ვეტერანს პირადად მიულოცა ფაშიზმზე გამარჯვების დღე და საჩუქრები გადასცა.
შინმოუსვლელთა მემორიალთან ჩატარდა თემატური ღონისძიება ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.