ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა და მერიის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცეს.
მერმა ტკბილეული,ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები პირადად გადასცა მრავალშვილიან დედებს.
„ყველა დედას ვულოცავ 3 მარტს, გაზაფხულის ულამაზეს დღესასწაულს. ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, შვილების წარმატებით სიხარულს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ”,- აღნიშნა ალექსი ფიცხელაურმა.