გასული წლის 18 მარტს, რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცნობილი რუსთაველი სპორტსმენი, ალექსანდრე წივწივაძე დაშავდა. შემთხვევიდან 8 თვის შემდეგ, ნიჩბოსანი საკუთარ შეცვლილ ცხოვრებაზე საუბრობს.
„8 თვის წინ, მოტოციკლეტით მოვყევი ავარიაში… ფეხის, მხრის მოტეხილობა და გულ-მკერდის დახურული ტრავმა მივიღე. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ძალიან მარტივად გამოვძვერი, ორგანიზმმა და ასაკმაც ხელი შემიწყო. ამხელა ტრავმებისთვის 8 თვე ძალიან ცოტაა, მალე წამოვდექი ფეხზე.
რთული გასააზრებელია, როცა იღვიძებ და ხვდები, რომ შენს კარიერასთან ერთად ძალიან ბევრი რაღაც დაინგრა. ფიქრობდნენ, რომ ვეღარ გავივლიდი… როცა წამლის ეფექტი გადის და დამამშვიდებლები ვეღარ მოქმედებს, იწყებ ფიქრს, რა მოხდა და რისი გადატანა მოგიწია. საკმაოდ მაღალ დონეზე ვიყავი და ჩამოვარდნა მომიწია… კარიერული ფიასკო განვიცადე. ხელი ჩემმა ხასიათმა შემიწყო, პესიმისტი ადამიანი არ ვარ.
ღმერთს დიდ მადლობას ვუხდი, რომ მეორე შანსი მომცა,“ – ამბობს ალექსანდრე წივწივაძე.
წყარო- Prime Time პრაიმ ტაიმი