Home დღის ამბები სპორტი ალექსანდრე წივწივაძემ ნიჩბოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოიგო

ალექსანდრე წივწივაძემ ნიჩბოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოიგო

ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

„ალექსანდრე წივწივაძემ ტიტული დაიცვა! 18 წლამდე, (იუნიორებს შორის) 500მ დისტანციაზე, მსოფლიო U18 ჩემპიონატი მეორეჯერ მოიგო🥇🥇 ვულოცავთ ალექსანდრეს, მის ოჯახს და სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.