Home დღის ამბები ალექსანდრე შათირიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

ალექსანდრე შათირიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ალექსანდრე შათირიშვილი აირჩიეს.
შათირიშვილის კანდიდატურას საკრებულოს 23-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ოთხმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მანამდე ალექსანდრე შათირიშვილს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიგა ორკოდაშვილი დაკავებული პოსტიდან გადადგა.
გარდა ამისა, საკრებულომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების გასაკრავად (გამოსაფენად) ადგილები განსაზღვრა, რაც რიგგარეშე სხდომის მოწვევის უმთავრესი მიზეზი იყო