Home დღის ამბები ალავერდის საკათედრო ტაძარში ხარაჩოს აგება გრძელდება

ალავერდის საკათედრო ტაძარში ხარაჩოს აგება გრძელდება

ალავერდის საკათედრო ტაძარში, ხარაჩოს მოწყობა ,ტაძრის სამხრეთი მხრიდან დასავლეთი მკლავის გადახურვის კეხის დონემდე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვება ხარაჩოს მონტაჟი გუმბათის ყელის მთელ პერიმეტრზე გადახურვის დონემდე.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით გადაწყდა, ტაძრის ფასადზე სასწრაფოდ მოეწყოს ხარაჩო, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად ჩასატარებლად ალავერდში გაიგზავნა 1500 კვ.მ ხარაჩოს მასალა.

შეგახდენებთ, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად გაეცნო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობას.

ცნობისთვის, ალავერდის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა საქართველოში.