Home დღის ამბები ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა

ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა

წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა.

“ფორდის”-ს ტიპის სამგზავრო ავტომობილმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და “ნისანის” მარკის ავტომობილს დაერჯახა, დაშავდა ორი ადამიანი, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმის განმარტებით, ორივე დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ადგილზე პოლიცა და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.