ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა თელავის მუნიციპალიტეტში. გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი. შემთხვევა სოფელ წინანდალთან, წუხელ მოხდა. ცხედარი ამჟამად, გურჯაანში, პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.