ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახმეტის მუნიციპალიტეტში. სოფელ ახშანში “მინივენის” და “ოპელის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ავტომობილის ორი მგზავრი დაშავდა.
შედარებით მძიმეა 29 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც სხეულის მრავლობითი მოტეხილობით ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
დაშავებულს ამ წუთებში სასწრაფო ოპერაციას უტარებენ. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები.