43 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა დღეს ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგზარდა ქალი საჭეს თავად მართავდა, რა დროსაც ავტომანქანა მოცურდა და ბოძს შეეჯახა.
არსებული ცნობით, ქალი დედოფლისწყაროში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი იყო.
მომხდარზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.