2022 წლის 10 თვეში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 661 მილიონის ღირებულების (64 ათასი ერთეული) ავტომობილი გავიდა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 77%-ით მეტია. 2021 წლის 10 თვეში კი უცხოეთში 373 მლნ აშშ დოლარის (51 ათასი ერთეული) მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა.
გთავაზობთ ტოპ- 10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველოდან 2022 წელს ყველაზე მეტი ავტომობილი გავიდა:
აზერბაიჯანი – 245.1 მლნ აშშ დოლარის 25 096 ავტომობილი
უკრაინა – 117.4 მლნ დოლარის 12 446 ავტომობილი
სომხეთი – 84.2 მლნ აშშ დოლარის 8 293 ავტომობილი
რუსეთი – 55.3 მლნ აშშ დოლარის 3 841 ავტომობილი
ყაზახეთი – 54.9 მლნ აშშ დოლარის 5 417 ავტომობილი
ყირგიზეთი – 38.6 მლნ აშშ დოლარის 5 742 ავტომობილი
ბელგია – 22.8 მლნ აშშ დოლარის 472 ავტომობილი
ტაჯიკეთი – 10.3 მლნ აშშ დოლარის 1 789 ავტომობილი
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 9.6 მლნ აშშ დოლარის 131 ავტომობილი
ბელარუსი – 5.3 მლნ აშშ დოლარის 156 ავტომობილი
აღსანიშნავია, რომ მონაცემები გაზრდილია 2019 წელთან შედარებითაც. პანდეიამდელი წლის იანვარ-ოქრტომბერში ქვეყნიდან 557,3 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გაიყიდა.