Home დღის ამბები სამართალი ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა

ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა

კახეთში  ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე მგზავრი კი დაშავდა. CNews-ის კახეთის ბიუროს კორესპონდენტის ცნობით, სშემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორი-ჯუგაანი-ტიბაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე  მოხდა.

როგორც თვითმხილველებმა CNews-ს განუცხადეს, „მერსედერსისა“ და “ფორდ ტრანზიტის” მარკის მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ, რა დროსაც   ადგილზე გარდაიცვალა სოფელ საქობოში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი.

„ფორდ ტრანზიტის”  5 დაშავებული მგზავრი კი  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

მომხდარზე  დაწყებულია გამოძიება.

წყარო : https://cnews.ge