ავარია მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
თვითმხილველების თქმით, “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და დაახლოებით 5 მეტრამდე სიმაღლეში გადავარდა. მანქანა სამაშველო ჯგუფის დახმარებით უკვე ამოიყვანეს.
მსუბუქ ავტომობილში მძღოლი და ერთი მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.