ავარია მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, “FIAT”- ის მარკის ავტმობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს მოძრავ “WOLKSVAGEN GOLF”- ს დაეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლმა და მგზავრებმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღეს.
საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.