საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მესამე პრეზიდენტს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ის მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს.
შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს “ვივამედში” გონება კვლავ დაკარგა.