Home დღის ამბები „აგროსერვისმა“ თელავში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

„აგროსერვისმა“ თელავში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, (CNFA) ა(ა)იპ „აგროსერვისმა“თელავში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის შესაძლებლობებზე, არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

„აგროსერვისის“ წარმომადგენელი მაია ალექსიძე, MAK.GE-ისთან  პროგრამის მიზნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრით დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერა, ბაზარზე უკეთესი წვდომის გასავითარებლად, სოფლის მეურნეობის მიმწოდებელი ორგანიზაციების ცოდნის გაზრდა ნიადაგის მენეჯმენტში. ალექსიძე განმარტავს, რომ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მანქანა- დანადგარების შესახებ და ინფორმაციის გავრცელება სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და მექანიზმების შესახებ, პროდუქციის ხარისხის გაზრდაზე გავლენას იქონიებს.

,,USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე კულტურაზე: სუფრის ყურძენზე, კენკრაზე, მანდარინზე, კაკლოვანი კულტურებზე – კაკალზე, ნუშზე, ფსტაზე, ბოსტნეულის კულტურებზე და სხვა.ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ პესტიციდების შემომტანი კომპანიების წარმომადგენლები. ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ ამ სექტორში არსებული პრობლემები. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მზად არის იმისთვის, რომ არსებული პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივად ვიმუშაოთ. ჩვენ შეხვედრებზე გამოთქმულ საკითხებს დავაყენებთ მთავრობის წინაშე და ერთად ვიმუშავებთ მის მოსაგვარებლად“-განაცხადა მაია ალექსიძემ.

შეხვედრას,სურსათის უვნებლობის სამსახურის, ფერმერთა მომსახურების ცენტრების, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის დარგში ჩართული ბიზნესმენები და ფერმერები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა,რომ იგეგმება 6 PPD რეგიონალური შეხვედრა, და ერთი დიდი შეხვედრა თბილისში, სადაც  ამ მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი ერთობლივად გადაწყვეტის გზები გამოიკვეთება.