Home დღის ამბები აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია გელა სამხარაული

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია გელა სამხარაული

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია გელა სამხარაული, რომელიც მანამდე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო პირველი მოადგილის პოზიციაზე უმრავლესობა მხარს ირაკლი დაჩი ბერაიას დაუჭერს.

„ მას შემდეგ რაც პარლამენტის მიერ ნინო წილოსანი არჩეული იქნება ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და აქ ჩვენ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარვადგენთ დაჩი ბერაიას კანდიდატურას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.