ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს ყველაზე ახალგაზრდა იმამი ჰყავს, ახმად ფარეულიძე რამდენმე თვეა უკვე რაც ომალოს მეჩეთშია და ღმერთის სიყვარულს ქადაგებს , როგორც ცხოვრობს ომალოებისთვის ძალიან ძვირფასი იმამი ?! ჩვენ მოგიყვანთ მცირე ამონარიდს მისი ქადაგებიდან :
„ყოველ ჩვენგანს შუამავალი ძალიან გვიყვარს და ისლამის რჯულიდან გამომდინარე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცდილობთ, რომ მას მივბაძოთ. ის 14 საუკუნის წინ ცხოვრობდა ამ ქვეყნად. ვინაიდან მუჰამმედ შუამავალი ჩვენთვის სამაგალითო პიროვნებას წარმოადგენს, – ჩვენ გვიჩნდება კითხვა, თუ როგორ ატარებდა შუამავალი თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან რომელიმე დღეს?
დიახ, მთელი კაცობრიობისთვის სამაგალითო შუამავალის ცხოვრების მცირეოდენის გასაგებად მის ყოველდღიურ ცხოვრებას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ვცდილობდეთ, მისი ცხოვრება ჩვენს ცხოვრებაში გადმოვიტანოთ და გავაცოცხლოთ. რადგან, ძირითადად მორწმუნე ხალხისთვის და ზოგადად მთელი კაცობრიობისთვის ყოველი კარგი დღის საიდუმლო შუამავალის ცხოვრებიდან – ერთ დღეში და მთელ ცხოვრებაში დევს.“