Home დღის ამბები World Vision საქართველო კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა, 210 ოჯახისთვის, საკვები პროდუქტებით დახმარება...

World Vision საქართველო კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა, 210 ოჯახისთვის, საკვები პროდუქტებით დახმარება დაიწყო

ქვეყანაში Covid 19-თ შექმნილმა მდგომარეობამ განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ოჯახები, რომლებიც სოფლებში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და  საჭიროებენ საკვები პროდუქტებით დახმარებას,

World Vision საქართველო კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი  ოჯახებს დახმარებას გაუწევს. მათ განახორციელეს პარტნიორ თემებში მცხოვრები ოჯახების მონიტორინგი, რომელიც მიზნად ისახავდა Covid 19 პანდემიის შედეგად დაზარალებული ახალი ოჯახების გამოვლენას. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა 210 ახალი ოჯახი.

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა დაიწყო გამოვლენილი ახალი ოჯახებისთვის სასურსათო და ჰიგიენური პაკეტების შეკვრა და დისტრიბუცია.