2025 წლისთვის მსოფლიოს საავტომობილო წარმოება ვერ მიაღწევს მის ისტორიულ მაქსიმუმს 95 მილიონს, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა. ამის შესახებ შაბათის ნომერში გერმანული გავლენიანი გაზეთი Welt am Sonntag-ი წერს.
აქამდე გაკეთებული პროგნოზებისგან განსხვავებით Boston Consulting Group-ის კონსულტანტები მოელიან, რომ უახლოეს წლებში ავტომობილების წარმოება შემცირდება: 88 მილიონამდე 2025 წლისთვის, მიმდინარე წელს 79 მილიონამდე, ხოლო 2023 წელს 83 მილიონამდე.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, არც ისე დიდი ხნის წინ ავტომობილებზე მოთხოვნა 2,5 მილიონით მეტი იყო ვიდრე მიწოდება, ეს კი პირველ რიგში ნახევარგამტარების დეფიციტმა განაპირობა. ორგანიზაციის მონაცემებით, 2022 წლის პირველ ნახევარში ამ ციფრმა 3,5 მლნ შეადგინა.