ამერიკელმა ბიზნესმენმა და მეწარმემ სემ უოლტონმა ამერიკის საცალო ვაჭრობის ისტორიაში თავისი კვალი დატოვა. იგი საცალო ვაჭრობის ნამდვილ მეფედ იქცა. ამერიკაში უმსხვილესი საცალო გაყიდვების ქსელის დანერგვით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. 1992 წელს, მისი გარდაცვალების უოლტონი 50 მილიარდ დოლარს ფლობდა.
როგორ დაიწყო კარიერა ამერიკის საცალო ვაჭრობის მეფემ და რა გააკეთა ამ ტიტულის მოსაპოვებლად იმ დროს, როდესაც ყვაოდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Kmart, Woolworths და Sears.
სემ უოლტონის თავმდაბალი დასაწყისი
სემ უოლტონი 1918 წლის 29 მარტს, კინგფიშერში, ოკლაჰომას შტატში დაიბადა. მამა, თომას გიბსონ უოლტონი და დედა- ნენსი ლი ფერმერები იყვნენ. სემიც დაახლოებით 1923 წლამდე მშობლების ფერმაში იზრდებოდა.
სემ უოლტონი ოჯახის დასახმარებლად საკმაოდ მძიმე შრომას ეწეოდა. დიდი დეპრესიის დროს ოჯახი საცხოვრებლად კოლუმბიაში გადავიდა. როდესაც უოლტონმა საშუალო სკოლა დაამთავრა, მოიპოვა “ყველაზე მრავალმხრივად განვითარებული ბიჭის” ტიტული. იმ მომენტიდან სემ უოლტონი უკვე შეეგუა ფაქტს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ოჯახის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა.
კარიერა და მისწრაფებები
კოლეჯის დამთავრებისთანავე სემი მიხვდა, რომ ბიზნესის კეთება სურდა. უფრო სწორად, მისი ოცნება იყო საცალო ვაჭრობა. კოლეჯის დამთავრებიდან სამი დღის შემდეგ, სემმა სამუშაო JC Penney-ის მაღაზიაში იპოვა. იგი გაყიდვების სტაჟიორი იყო და ყოველთვიურად დაახლოებით 75 დოლარს გამოიმუშავებდა. JC Penney-ში ყოფნისას, მისი უფროსი ამტკიცებდა, რომ ის არ იყო საცალო ვაჭრობის კარგი სპეციალისტი, რამდენჯერმე თანამდებობიდან გათავისუფლებაც კი უნდოდა, რადგან სემ უოლტონს ძალიან უჭირდა საბუთების წარმოება. 18 თვის შემდეგ, სემი ჯარში გაიწვიეს და სამსახურის დატოვება მოუწია.
1945 წლისთვის, 26 წლის ასაკში, მან საკუთარი მაღაზიის გახსნის პირველი ოფიციალური ნებართვა მიიღო. ჯარში ყოფნის 5000 დოლარის დანაზოგით და 20 000 აშშ დოლარის სესხით, სემმა პირველი მაღაზია გახსნა.
უოლტონის რწმენამ, შრომისმოყვარეობამ და პროდუქციის ფასების პოლიტიკამ სამ წელიწადში უკვე შედეგი გამოიღო. იგი ბენ ფრანკლინის წამყვანი მაღაზიის მფლობელი გახდა. მალე მისი ნიჭი პ.კ. ჰოლმსმა შეამჩნია, რომლის ოჯახი საცალო ვაჭრობაში იყო ჩართული. მან მაღაზია 50000 დოლარად შეიძინა და სემ უოლტონს აიძულა საკუთარი ბიზნესიდან გასულიყო. ამან ახალბედა ბიზნესმენი ნამდვილად არ დააბნია. 1962 წლის ივლისში მისი ძმის და თანადამფუძნებლის დახმარებით გახსნა “ბენ ფრანკლინის“ მაგვარი მაღაზიები, ერთ-ერთი იყო პირველი Walmart -ის მაღაზია (ე.წ. Walmart Discount City), რომელიც როჯერსში, არკანზასში მდებარეობდა. ამის შემდეგ, მომდევნო ორ წელიწადში გაიხსნა Walmart-ის დამატებით ექვსი ფილიალი, შემდეგ -14. 1980 წლის ბოლოს უოლტონი ფლობდა 276 მაღაზიას და კიდევ უფრო მეტს გეგმავდა.
1983 წელს სემ უოლტონმა წარმოადგინა“სემის კლუბი“, რომელიც შეიქმნა მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის და მათთვის, ვისაც წინდებული საქონლის შეძენა სურდა. 1985 წლისთვის ჟურნალმა Forbes-მა ის ამერიკის უმდიდრეს ადამიანად გამოაცხადა, რომლის ღირებულება 2,8 მილიარდი დოლარი იყო.
სემ უოლტონმა შექმნა მოდელი, რომელიც ხაზს უსვამდა გამართული ლოჯისტიკის მნიშვნელობას, რაც ნიშნავდა Walmart-ის რეგიონულ საწყობებთან ახლოს მაღაზიების განთავსებას, ასევე Walmart-ის საკუთარი სატვირთო სერვისის მეშვეობით დისტრიბუციას. ამან განაპირობა ბიზნესის მდგრადი ზრდა 1990-იან წლებში.
Walmart დღეს
2020 წლის იანვარში Walmart-ის მთლიანი შემოსავალი იყო 524 მილიარდი დოლარი. კომპანიაში, მთელს მსოფლიოში არსებულ 11 766 მაღაზიაში ჯამურად დასაქმებულია 2,2 მილიონი ადამიანი.
ამჟამად უოლტონის სამი შვილი: ჯიმ უოლტონი, რობ უოლტონი და ალის უოლტონი Walmart მაღაზიის ბიზნესს მემკვიდრეობით ფლობენ, რაც მათ მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანებად აქცევს.