კომპანიამ Toyota 2022 წლის მაისში რეალიზებული და წარმოებული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. საიდანაც ირკვევა, რომ იაპონურმა ავტოგიგანტმა მაისში 761 466 ავტომობილი გაყიდა, რაც 9,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აღნიშნულის მიზეზი კი, კომპანიის მიერ მაისში ქვეყნისა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ქარხნების ნაწილის გაჩერება გახდა, რაც იყო იძულებითი ზომა მაკომპლექტებლების დეფიციტის გამო. კომპანიის გეგმით, მაისში უკვე გადახედილი პროგნოზით, მას 700 000 ავტომობილი უნდა გამოეშვა, თუმცა მხოლოდ 634 940 ავტომობილის წარმოება შეძლო.
ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანია უკვე ზედიზედ მესამე თვეა, რაც დაგეგმილზე ნაკლებს აწარმოებს და ყიდის.
რაც შეეხება ივნისის გეგმას, ისიც ორჯერ შეამცირა და დაგეგმილი აქვს 750 000 ავტომობილის გამოშვება, რაც პირვანდელ გეგმაზე 12%-ით ნაკლებია.