საქართველოში ფრინველის ხორცის იმპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 4 თვეში ქვეყანაში 17 354 ქათმის ხორცი შემოვიდა, რაც 1 377 ტონით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 15 977 ტონა ქათმის ხორცი იყიდა. რაც შეეხება მთლიანად 2019 წელს, შარშან ქვეყანაში 65,184 მლნ დოლარის ღირებულების 52 696 ტონა შინაური ფრინველის ხორცი შემოვიდა, რაც თითქმის 3 ათასი ტონით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ ქეყანა, 49 828 ტონა ქათმოს ხორცი იყიდა, რაშიც 62,235 მლნ დოლარი გადაიხადა.
ამასთან, 2020 წლის 4 თვეში ქათმის ხორცის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანები იყვნენ ბრაზილია და თურქეთი.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-5 ქვეყანას, საიდანაც 2020 წლის იანვარ-აპრილში შინაური ფრინველის ხორცის იმპორტ განხორციელდა:
ბრაზილია – 5,360 მლნ დოლარი (3 726 ტონა)
თურქეთი – 5,354 მლნ დოლარი (4 431 ტონა)
გერმანია – 2, 482 მლნ დოლარი (2 083 ტონა)
უკრაინა – 2,350 მლნ დოლარი (2 456 ტონა)
ნიდერლანდები – 1,057 მლნ დოლარი (868,8 კილოგრამი)
საქართველოში ფრინველის ხორცის იმპორტის ზრდაზე საუბრობდა „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე. ბიზნესმენი ამბობდა, რომ იმპორტის ზრდამ „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა 10-15%-ით შეამცირა.