პორტალი companiesmarketcap.com იმ უმსხვილესი კომპანიების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებსაც ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებულები.
გთავაზობთ 10 კომპანიას, რომლებსაც ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ ათეულიდან ხუთი ამერიკულია.
- Wallmart – მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კორპორაცია – 2 300 000 დასაქმებული
- Amazon – უმსხვილესი ამერიკული ონლაინ-მაღაზია – 1 523 000 დასაქმებული
- Foxconn (Hon Hai Precision Industry) – ელექტრონიკის ტაივანური მწარმოებელი კომპანია – 826 608 დასაქმებული
- Accenture – ირლანდიური საკონსულტაციო კომპანია – 710 000 დასაქმებული
- Volkswagen – გერმანული ავტომწარმოებელი – 668 294 დასაქმებული
- Tata Consultancy Services – ინდური ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სერვისების კომპანია – 668 294 დასაქმებული
- Deutsche Post – გერმანული საფოსტო კომპანია – 587 737 დასაქმებული
- United Parcel Service – ამერიკული ექსპრეს მიტანისა და ლოგისტიკის კომპანია – 534 000 დასაქმებული
- Kroger – ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი – 500 000 დასაქმებული
- The Home Depot – ამერიკული სარემონტო საშუალებების ქსელი – 500 000 დასაქმებული
companiesmarketcap.com-ის მონაცემებით, მსოფლიოს 6 798 კომპანიაში ამ დროისთვის 110 659 505 ადამიანია დასაქმებული.