The Guardian-ი დმანისში, ადამიანის კბილის აღმოჩენის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„აფრიკის კონტინენტის მიღმა, ეს მსოფლიოში [ადამიანის სხეულის ნაწილის] ყველაზე ძველი აღმოჩენაა. ამან შეცვალა მეცნიერთა გაგება ადრეული ადამიანის ევოლუციისა და მიგრაციის ნიმუშების შესახებ. ექსპერტების თქმით, უახლესი აღმოჩენა კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას იძლევა, რომ სამხრეთ კავკასიის მთიანი ტერიტორია ალბათ ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო, სადაც ადრეული ადამიანები დასახლდნენ აფრიკიდან მიგრაციის შემდეგ“, – წერს The Guardian-ი.
დმანისში, სოფელ ოროზმანში, არქეოლოგებმა 1.8 მლნ წლით დათარიღებული ევრაზიის უძველესი მცხოვრებლების მიერ დამზადებული ქვის იარაღები აღმოაჩინეს. ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები. ადგილზე ჰომო ერექტუსების მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებული ცხოველთა ნაშთები აღმოაჩინეს.
2022 წლის არქეოლოგიური კამპანიის დროს, ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მეოთხე პრემოლარი აღმოაჩინა. ოროზმანის აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს უძველესი გავრცელების კერას წარმოადგენს.