აშშ-ს საავტომობილო ბაზარი გაჯერებულია ცნობილი ავტომწარმოებლებით, მათ შორის ისეთებით, როგორიცაა Ford, Honda და Chevrolet. თუმცა ნაზავიდან ერთი კომპანია გამოირჩევა, ეს არის ელექტრო მანქანების მწარმოებელი Tesla Motors (TSLA).
Tesla ცნობილი 2012 წელს გახდა, როდესაც აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა თავისი ფლაგმანი ავტომობილი, Model S გამოუშვა. სედანი Model S ელექტრო სედანების ყველა კატეგორიაში დღეს საუკეთესოდ ითვლება. ახალი ავტომობილის ფასი 89 490 დოლარიდან იწყება.
Tesla ბაზარზე პოზიციონირებს როგორც ერთ-ერთი წარმატებული დამოუკიდებელი ავტომწარმოებელი ბაზარზე.
როდესაც 2013 წელს Model S-ის პრემიერა შედგა, Tesla გახდა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი კომპანია მსოფლიოში. Consumer Reports-ისგან, ელექტრო მანქანამ მიიღო 100-დან 99 ქულა.
2014 წლის სექტემბრისთვის მანქანამ გაყიდვების ყველა დროის რეკორდი მოხსნა. აშშ-ში 2 500 ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო 2015 წლის პირველ კვარტალში გაყიდვებმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია – 10 030 გაყიდული ავტომობილით.
2023 წლის მდგომარეობით, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 630.74 მილიარდ დოლარს შეადგენს.
როგორც ელექტრო მანქანების მწარმოებელი კომპანია Tesla Motors 2003 წელს დაარსდა ინჟინრების – მარტინ ებერჰარდისა და მარკ ტარპენინგის მიერ.
Paypal-ის თანადამფუძნებელი, ელონ მასკი Tesla-სთვის ინვესტიციების საწყის რაუნდებს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობამდე ხელმძღვანელობდა.
2008 წელს Tesla-მ გამოუშვა თავისი პირველი ელექტრო მანქანა, Roadster. ამჟამად კი Tesla მიზნად ისახავს შექმნას უფრო ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოებას მომხმარებელთა ბაზის მოსაზიდად.
ისტორია
Tesla არ არის კომპანია, რომელმაც წარმატება ერთ დღეში მოიპოვა.
სილიკონ ველის ორ ინჟინერს – მარტინ ებერჰარდს და მარკ ტარპენინგს სურდათ დაემტკიცებინათ, რომ „ელექტრო მანქანები შეიძლება იყოს უკეთესი და სწრაფი ალტერნატივა, ვიდრე ბენზინის მანქანები“.
კომპანიის სათავეები 1990 წელს იწყება, როდესაც ტარპენინგი შეხვდა ებერჰარდს და ისინი კარგი მეგობრები გახდნენ. ამ ორს ბევრი რამ ჰქონდა საერთო, მათ შორის ავტომობილებით გატაცება… სწორედ აქედან დაიბადა იდეა, შეექმნათ ახალი კომპანია და მომავლის ავტომობილი.
ავტომობილებისადმი გატაცებამ უფრო სერიოზული ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც რაც ებერჰარდმა განქორწინება და სპორტული მანქანის ყიდვა გადაწყვიტა. მან განიხილა ელექტრო მანქანების ინდუსტრიაში შესვლა მას შემდეგ, რაც ინვესტიცია ჩადო ელექტრო ავტომწარმოებელში, სახელად AC Propulsion.
2001 წელს ებერჰარდმა და ტარპენინგმა გაიცნეს ელონ მასკი. იმ დროს მასკს უკვე ჰქონდა წარმატებული სტარტაპების პორტფელი.
შეგახსენებთ, რომ 1998 წელს მასკმა, პიტერ ტიელმა და მაქს ლევჩინმა დააარსეს ონლაინ გადახდის სისტემა PayPal, რომელიც 2002 წელს eBay-ს მიყიდეს. მაშინ მასკმა გაყიდვიდან 165 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მალე მასკმა გაუშვა Space X, კომპანია, რომელიც აპროექტებს, აწარმოებს და უშვებს მოწინავე რაკეტებსა და კოსმოსურ ხომალდებს. Tesla კი ოფიციალურად 2003 წელს დაარსდა, მიზანი იყო გამოეგონა ელექტრო მანქანა, რომელიც იყო ძლიერი, ლამაზი და ნულოვანი გამონაბოლქვით. Tesla Motors-ს სახელი ალტერნატიული დენის გამომგონებლის ნიკოლა ტესლას სახელი ეწოდა.
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი: ილონ მასკი
ილონ მასკი Tesla-ს სახე გახდა, თუმცა ხშირად შეცდომით იგი კომპანიის დამფუძნებელი ჰგონიათ.
2004 წლიდან 2008 წლამდე Tesla გაიზარდა და შეიმუშავა თავისი პირველი ავტომობილი, The Roadster.
კომპანიამ თავისი საწარმოო 5,3 მილიონი კვადრატული ფუტის ქარხანა ფრემონტში, კალიფორნიაში გახსნა, რომელიც ადრე Toyota-სა და General Motors-ს ეკუთვნოდა. ქარხანა ცნობილია როგორც Nummi -ის მოიცავს ორ საღებავ ობიექტს და 1,5 მილის ხაზებს.
2008 წელს მასკი გახდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და პროდუქციის არქიტექტორი. იმავე წელს Tesla-მ გამოუშვა თავისი პირველი ავტომობილი, Roadster.
Tesla დღესაც აგრძელებს ფოკუსირებას ელექტრო მანქანების, ელექტროგადამცემი სისტემებისა და კომპონენტების შექმნაზე. 2021 წლის მონაცემებით, კომპანიას აქვს 438 მაღაზიისა და გალერეის ქსელი, 100 სერვის ცენტრი და 30 000-ზე მეტი დამუხტვის პორტალი3100-ზე მეტ ლოკაციაზე.
Model S-ის გარდა, Tesla-მ ამოუშვა ახალი მოდელები: Model 3 სედანი, SUV სტილის Model X და კროსოვერი Model Y.
ლითიუმ-იონური ბატარეების დანახარჯების შესამცირებლად, Tesla-მ და მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მათ შორის Panasonic-მა, ნევადაში ააშენეს Gigafactory, რომელიც აწარმოებს Model 3-ს, ბატარეის პაკეტებს და ენერგიის შესანახ პროდუქტებს.