იაპონურმა კორპორაციამ Sony Group Corp. შექმნა განყოფილება, რომელიც დაკავდება მობილური ტელეფონებისთვის თამაშების შექმნით – ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.
განყოფილებას ეწოდა PlayStation Studios Mobile Division. კომპანიამ აღნიშნა, რომ ის PlayStation-ისგან დამოუკიდებლად იმუშავებს. შედეგად კი Sony მოახდენს ბიზნესის დივერსიფიცირებას.
გარდა ამისა, Sony-მ გამოაცხადა, რომ შეიძინა მობილური თამაშების შემქმნელი ევროპული კომპანია Savage Game Studios, რომელიც ამ ახალი განყოფილების შემადგენლობაში შევა.