ავიაკომპანია Ryanair-ი ივლისის თვეში ფრენებს 40%-ით აღადგენს და ოპერირების განახლებას საქართველოს მიმართულებითაც გეგმავს. განრიგი და ფასები Ryanair-ის საიტზე უკვე ხელმისაწვდომია.
ვებ-გვერდის თანახმად, მილანიდან და კიოლნიდან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია 1-ელი ივლისის რეისებზე. რაც შეეხება ქუთაისის მიმართულებას, სადაც ავიაკომპანია ბოლონიიდან და მარსელიდან ოპერირებდა, ფრენებს ივლისის დასაწყისშივე აღადგენს.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით ბოლო ფრენა 15 მარტს მარსელიდან-ქუთაისის მიმართულებაზე განახორციელა.
ავიაკომპანია იმედოვნებს, რომ Ryanair-ი დღეში ჯამურად 1,000 რეისს შეასრულებს შეძლებს. აღსანიშნავია,რომ COVID-19-ის მიზეზით დაწესებული აკრძალვების გამო, ავიკომპანია დღეში მხოლოდ 30 რეისს ასრულდებდა ირალნდიაში, ბრიტანეთსა და ევროპაში.