Puma გერმანული ფირმაა, რომლის სათაო ოფისი ბავარიაში – ჰერცოგენაურახში მდებარეობს. კომპანია აწარმოებს სპორტულ ყოველდღიურ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და აქსესუარებს. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ახლა სპორტული ტანსაცმლის სიდიდით მესამე მწარმოებელია მსოფლიოში, ძნელი დასაჯერებელია, რომ Puma ოდესღაც გერმანიაში მხოლოდ ერთ მომცრო ვიტრინას წარმოადგენდა.
დღეს ბრენდი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტული კომპანია მსოფლიოში.
დასაწყისი და მიღწევები
მაღალი დონის არტისტებთან და სპორტსმენებთან, მათ შორის ოლიმპიურ სპორტსმენებთან და რიანასთან თანამშრომლობის შედეგად, დღეს ბრენდი მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.
ყოველ სეზონზე PUMA ქმნის ათასობით ახალ საქონელს, რომლებიც შემდეგ ნაწილდება საცალო მაღაზიებში, ონლაინ ბაზრებზე და საბითუმო პარტნიორებში. იგი მოიცავს სულ 120 ქვეყანას.
საინტერესოა, საიდან და როგორ დაიწყო ყველაფერი?
1924 წელს ძმებმა რუდოლფ და ადოლფ დასლერებმა ბერლინსა და ავსტრიაში ფეხსაცმლის ქარხანა Dassler Brothers დააარსეს. პირველი ქარხანა გაიხსნა 1924 წელს, იქამდე ხუთი წლის განმავლობაში ავტოფარეხში მუშაობდნენ და ხვეწდნენ ტექნიკას.
აღსანიშნავია, რომ იმ დროს ქალაქის ელექტრომომარაგება არასტაბილური იყო, ამიტომ ელექტროენერგიას სტაციონარული პედლებიანი ველოსიპედით გამოიმუშავებდნენ.
მას შემდეგ, რაც ბავარიიდან ბერლინში ჩასვლის შემდეგ, ძმებმა ამერიკელი სპრინტერი ჯესი ოუენსი დაარწმუნეს მათი ფეხსაცმელი ჩაეცვა, 1928 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ამსტერდამში, სპორტსმენების უმეტესობა Dassler-ს ატარებდა. ოუენსმა ჯამში ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა, რამაც ძმების ბიზნესის განვითარებასაც შეუწყო ხელი.
მეორე მსოფლიო ომამდე დასლერები წელიწადში 200 000 წყვილ ფეხსაცმელს ყიდდნენ. ყველაფერი თითქოს საუცხოოდ მიდიოდა, თუმცა საბოლოოდ რუდოლფმა და ადოლფმა განცალკევება გადაწყვიტეს. მათ თანაბრად გაინაწილეს კომპანიის აქტივები და განაგრძეს გზა.
რუდოლფ დასლერმა PUMA 1948 წელს დაიწყო. იმავე წელს ბრენდმა წარმოადგინა თავისი პირველი საფეხბურთო ფეხსაცმელი, Atom. 1952 წელს Puma-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეხბურთის სპორტში, როდესაც წარმოადგინა Super Atom. ხოლო როდესაც ბრაზილიის ნაკრებმა 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შვედეთში PUMA -ს ფეხსაცმლით მოიგო, ეს საერთაშორისო სენსაციად იქცა.
PUMA თავის ნიშას იძენს ინდუსტრიაში
1960-იან წლებში ბრენდი საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო, რადგან მსოფლიოში ცნობილი ისეთი სპორტსმენებიც კი, როგორიცაა პელე და პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო Puma-ს ატარებდნენ.
კარიკატურისტს ნიურნბერგიდან ლუც ბექსს, 1967 წელს გაუჩნდა იდეა Puma-ს ხატოვანი ლოგო შეექმნა. 1979 წელს კი ლოგო დახვეწეს.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, Puma-ს ახალი საფეხბურთო ფეხსაცმელი და სხვა უახლესი საფეხბურთო მოწყობილობების evoPOWER-ის დებიუტი შედგა.
ამჟამად ბრენდი ემსახურება როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა სპორტულ ბაზარს და არის ფორმულა 1-ის სარბოლო სერიის ტანსაცმლის მთავარი მწარმოებელი. PUMA-ს დასაქმებული ჰყავს 14 606 ადამიანი მთელს მსოფლიოში და ასევე წარმოდგენილია ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე.
2021 წელს ბრენდის შემოსავალმა 6.8 მილიარდ ევროს მიაღწია.