Home მსოფლიო Porsche Taycan-ის წარმოუდგენელი რეკორდი ნიურბურგრინგის ტრასაზე

Porsche Taycan-ის წარმოუდგენელი რეკორდი ნიურბურგრინგის ტრასაზე

პორშეს ახალმა, სრულად ელექტრიფიცირებულმა ავტომობილმა Taycan Turbo S-მა, ნიურბურგრინგის ლეგენდარულ ტრასაზე ახალი რეკორდი დაამყარა.

ავტომრბოლელმა ლარს კერნმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული ტრასა Taycan Turbo S-ით სულ რაღაც 7 წუთსა და 33 წამში დაფარა. აქამდე ნიურბურგრინგის ტრასა სერიული წარმოების არცერთ ელექტრომობილს არ გაუვლია.

ავტომრბოლელი ლარს კერნი ამბობს, რომ ტაიკანმა მაშინაც კი უზრუნველყო სტაბილური მგზავრობა, როდესაც ტრასაზე ყველაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

„ტაიკანი შესაფერისია სარბოლო ტრასებისთვის და ეს დამაჯერებლად დაამტკიცა მსოფლიოს ყველაზე რთულ წრეზე. თუ აქამდე მხოლოდ სრულად სპორტული ავტომობილები ახერხებდნენ 7-წუთიან დიაპაზონში დარჩენას, ახალი სამუშაო კომპლექტის მეშვეობით ავტომობილი უფრო მძლავრი და მანევრული გახდა“, – განმარტავს კერნი.

Turbo S-ის განსაკუთრებული სიმძლავრე, რომელიც 625 ცხენის ძალას აღწევს, წარმატებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. Launch control-ის დახმარებით, დაძვრისას ავტომობილის სიმძლავრე 761 ცხენის ძალას შეადგენს. ტაიკანის ტექნოლოგიური აღჭურვილობის კომპლექტმა თავისი პოტენციალი ურთულეს ტრასაზე დაამტკიცა და ოთხკარიანი, სრულად ელექტრიფიცირებული სპორტული მანქანების სეგმენტში რეკორდი დაამყარა.

რაც შეეხება ახალი სპორტული სედანის მახასიათებლებს, ის გაუმჯობესებულია ახალი სამუშაო კომპლექტაციითა და დინამიკური შასის კონტროლით. საბურავებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ, როგორც წესი, სპორტული საბურავები შექმნილია სარბოლო ტრასისთვის. მიუხედავად ამისა, მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მათი სტანდარტული საბურავებით ჩანაცვლება. თუმცა, ჩანაცვლების შემთხვევაში, არ არის აუცილებელი შასის თავდაპირველ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაბრუნება.

„მოხარულები ვართ, რომ ნიურბურგრინგის რეკორდი პორშეს ელექტრომობილმა დაამყარა. ახალი რეკორდი გვიჩვენებს არა მხოლოდ იმას, რამხელა პოტენციალი აქვს ჩვენს სამუშაო კომპლექტს, არამედ ადასტურებს Taycan-ის მოდელების სპორტულ გენეტიკას“, – კევინ გიკი, Taycan-ის მოდელების ხაზის ვიცე-პრეზიდენტი.

აღნიშნული კომპლექტაცია ამჟამად მხოლოდ 2023 წლის Taycan Turbo S-ის სპორტული ხაზის სედანებზე გერმანიაში, პორშეს ოფიციალურ ცენტრშია ხელმისაწვდომი.