Home დღის ამბები Nokia-ს ისტორია – რატომ გაკოტრდა ფინური ტექნოლოგიური გიგანტი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი...

Nokia-ს ისტორია – რატომ გაკოტრდა ფინური ტექნოლოგიური გიგანტი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი იყო

Nokia ყოველთვის არ იყო წარმატებული სატელეკომუნიკაციო კომპანია, სანამ რეზინის ბიზნესში შევიდოდნენ, ისინი მერქნის მცირე ზომის ქარხანას წარმოადგენდნენ. კომპანია ერთ დროს კაბელებსაც კი ამზადებდა, თუმცა მე-20 საუკუნის ბოლოს Nokia-მ გააფართოვა თავისი პროდუქცია, შექმნა მობილური ტელეფონები და საკმაოდ დიდ წარმატებასაც კი მიაღწია. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მწარმოებელი იყო ბაზარზე, მისი ტელეფონები კი ხარისხის განსაკუთრებულ სტანდართს აკმაყოფილებდა.

თუმცა, უზარმაზარმა Nokia-მ ვერ შეძლო შეენარჩუნებინა კონკურენცია, რომელიც მალე წარმოიშვა.

რა დაემართა კონკრეტულად სატელეკომუნიკაციო კომპანიას?

Nokia

Nokia არის ფინური მრავალეროვნული კომპანია, რომელიც დაარსდა 1865 წელს. კომპანიის მთავარი ოფისი ფინეთში მდებარეობს.

კომპანია ფინურ-შვედმა სამთო ინჟინერმა ფრედრიკ იდესტამმა დააარსა. თავდაპირველად ის მერქნის ქარხანა იყო.

1871 წელს იდესტამმა გადაწყვიტა თავის კარგ მეგობართან ლეო მეჩელინთან ერთად შეექმნა საერთო კომპანია სახელწოდებით Nokia Company. 1896 წელს იდესტამი კომპანიიდან წავიდა და სამართავად მის მეგობას, მეჩელინს დაუტოვა. ექვსი წლის შემდეგ, მეჩელინმა დაინახა ელექტროენერგიის გამომუშავების შემოსავლის პოტენციალი და გადაწყვიტა ამ ინდუსტრიაში ეცადა ბედი.

1922 წელს Nokia-მ გადაწყვიტა პარტნიორობა გაეწია სპეციალიზებულ კომპანიასთან და დაეწყო სამოქალაქო და სამხედრო გამოყენების რესპირატორების წარმოება .სწორედ ეს დაეხმარა მათ, რომ დიდი ფინანსური მოგება ენახათ და კომპანიაც უფრო განვითარებულიყო.

დაარსებიდან ბოლო 150 წლის განმავლობაში, Nokia Company უკვე მრავალმხრივ სფეროში მოღვაწეობდა.

მობილური ტელეფონების წარმოება კომპანიამ 1998 წლიდან დაიწყო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში, რამაც ხელი შეუწყო GSM, 3G და LTE განვითარებას. კომპანია გახდა მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების უმსხვილესი დისტრიბუტორი მთელ მსოფლიოში.

Nokia-მ 1999 წლისთვის 4 მილიარდი დოლარის მოგება ნახა. იმ პერიოდში კომპანია ფუნქციონირებდა 140-ზე მეტ ქვეყანაში. 2000 Nokia ასაქმებდა 55 000-ზე მეტ ადამიანს და 30% -იანი წილი ეკავა მობილური ტელეფონების წარმოების მსოფლიო ინდუსტრიაში.

Nokia განაგრძობდა დომინირებას, რადგან ისინი ახრეხებდნენ ინოვაციური პროდუქტის წარმოებას და შეთავაზებას.

2006 წლისთვის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა გადაწყვიტა პენსიაზე გასულიყო და პოსტზე ოლი-პეკა კალასვუო მოვიდა.

Nokia-ს წარუმატებლობა ბაზარზე სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. ამას ისიც დაემთხვა, რომ მმართველმა რგოლმა ბევრი არამომგებიანი გადაწყვეტილება მიიღო და ბაზარზე Apple-ც გამოჩნდა.

თუმცა, 2007 წლისთვის Nokia კვლავ ახერხებს და ფლობს მობილური ტელეფონების ბაზრის 50%-ს.

როდესაც Apple-ის iPhone-მა საზოგადოების მხრიდან გარკვეული ინტერესი გამოიწვია, Nokia-მ დამაჯერებლად მოიშორა ეს საფრთხე და განაგრძო იგივე ძველი ტელეფონების გამოშვება, რომლებსაც ადრე ყიდდა.

კომპანიამ ასევე ვერ გააძლიერა მარკეტინგული სტრატეგიები. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ისა და Android-ის ტელეფონები ყოველწლიურად აკეთებენ დიდ განცხადებას თავიანთი პროდუქციის გაუმჯობესების შესახებ, Nokia-მ თავისი ფლაგმანური ტელეფონების მარკეტინგი შეაჩერა. როგორც კი კონკურენცია გამძაფრდა, კომპანიამ დაიწყო შიგნიდან ნგრევა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ შეწყვიტა კოორდინაცია დეპარტამენტებს შორის, რამაც გამოიწვია მათი საბოლოო მარცხი.

2014 წელს Nokia-მ თავისი მობილური და მოწყობილობების განყოფილება Microsoft-ს მიჰყიდა.