Home დღის ამბები Lufthansa ივნისის ბოლომდე 130 მიმართულებით ფრენების აღდგენას გეგმავს

Lufthansa ივნისის ბოლომდე 130 მიმართულებით ფრენების აღდგენას გეგმავს

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ივნისის ბოლოსთვის გეგმავს, კვირაში 1 800 ორმხრივი რეისი შეასრულოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Lufthansa-ში აპირებენ, რომ მომდევნო თვეში 130 მიმართულებით განაახლონ ფრენა, მას შემდეგ, რაც ყველა დანარჩენი ავიაკომპანიის მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის შედეგად თითქმის ყველა ფრენის გაუქმება მოუხდათ.

Lufthansa-სთან ერთად ფრენებს აღადგენენ გერმანულ კომპანიას დაქვემდებარებული ავსტრიული ავიახაზები და შვეიცარული საერთაშორისო ავიახაზებიც. კომპანიამ ბილეთების გაყიდვა გუშინ განაახლა.

აღსანიშნავია, რომ Lufthansa-მ ფინანსური დახმარებისთვის უკვე მიმართა გერმანიის მთავრობას და მოლაპარაკებები 9.7 მილიარდ აშშ დოლართან დაკავშირებით მიმდინარეობს.

2019 წლის მონაცემებით, Lufthansa-ს ჯგუფი ევროპაში სიდიდით მეორე ავიაკომპანიაა.