აქამდე თითო სახელმძღვანელოს წონა I-V კლასის ჩათვლით, დაახლოებით 400 გრამამდე იყო, რაც წელს 200 გრამამდე შემცირდა. რაც შეეხება V-VI კლასების მოსწავლეთა სახელმძღვანელოების საშუალო წონას, აქამდე თითო წიგნი 500 გრამამდე იწონიდა,
ახლა კი, წიგნის საშუალო წონა 250 გრამია. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ წიგნების წონა სახელმძღვანელოების რამდენიმე ნაწილად გაყოფის ხარჯზე შემცირდა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმძღვანელოების გრიფირების შემდეგ, I-VI კლასების ჩათვლით სახელმძღვანელოები რამდენიმე საგანში ორ და სამ ნაწილად გაიყო.