ექიმის მიერ პაციენტისთვის ხელით გამოწერილი რეცეპტის წაკითხვის მიზნით Google-მა სპეციალური პროგრამა შექმნა.
კომპანიაში ჩათვალეს, რომ ექიმების მიერ სისწრაფეში გამოწერილ დანიშნულებას ხშირად პაციენტი ვერ კითხულობს გაუგებარი ხელწერის გამო. მართალია, რეცეპტის ხელით გამოწერა სულ უფრო იშვიათი მოვლენა ხდება, თუმცა, როგორც ჩანს, ის ბოლომდე აღმიფხვრილი არ არის და ამიტომ პრობლემის მოგვარება Google-მა სცადა.
ფარმაცევტებთან ერთად განხორციელებული პროექტის შესახებ საძიებო გიგანტმა ინდოეთში გამართულ ყოველწლიურ პრეზენტაციაზე განაცხადა. პროგრამის საშუალებით მომხმარებლები ექიმების გაურკვეველი ხელწერის წაკითხვას შეძლებენ. აღნიშნული პროგრამა აპლიკაცია Google Lens-ის ბაზაზე ფუნქციონირებს.
დაწერილი ტექსტის წასაკითხად მომხმარებელმა კამერა რეცეპტის ტექსტს უნდა მიუახლოვოს ან ის ფოტობიბლიოთეკიდან ჩამოტვირთოს. ამის შემდეგ სისტემა გააანალიზებს ტექსტს, ამოიცნობს წამლის სახელწოდებას და მომხმარებელს დასახელებების სიას წარუდგენს. პროგრამა ხელოვნული ინტელექტის საფუძველზე მუშაობს.
ჯერჯერობით პროგრამა ჰინდის ენაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა Google-ი გეგმავს გააფართოვოს თარჯიმნის გეოგრაფია და მას ინგლისური და სხვა ევროპული ენები დაუმატოს.