აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი დაამტკიცა, რომელიც თურქმა ინტერვენციულ რადიოლოგმა, პროფესორმა, რაჰმი ოკლუმ შეიმუშავა. ინფორმაციას Hürriyet ავრცელებს.
ახალი მეთოდი კიბოს სიმსივნის ზრდის შესაჩერებლად ჰიდროგელის ინტრავენურად შეყვანას გულისხმობს. ის სისხლის ნაკადის ინტრავასკულარული ოკლუზიების ან ანევრიზმების გაკონტროლების საშუალებას იძლევა და სიმსივნეებში სისხლის ნაკადს ამცირებს. პერსპექტიული ემბოლიური აგენტი, რომელიც ვენის მეშვეობით მინიმალური ინვაზიური მიწოდებისთვის არის განკუთვნილი, მალე აშშ-ში გამოვა და მას „Obsidio“ დაერქმევა.
კიბოს მკურნალობაში ინტრავენური ბიომასალა FDA-მ პირველად დაამტკიცა, რადგან მეთოდი, რომელიც კიბოს ზონაში პირდაპირი წვდომის საშუალებას იძლევა, ანევრიზმის მკურნალობაში ახალ მიდგომას წარმოადგენს. ჰიდროგელი, რომელიც გამოყენებული იქნება ემბოლიისა და კიბოს სამკურნალოდ, მსოფლიოში ცნობილი მაიოს ამერიკული კლინიკის ლაბორატორიაში შეიმუშავეს, ხოლო მისი კლინიკური კვლევები სტამბოლის უნივერსიტეტის ჩერახფაშას სამედიცინო ფაკულტეტზე ჩატარდა. კვლევები ამ ფაკულტეტის პროფესორმა, ფათიჰ გიულშენმა ჩაატარა, რამაც ლაბორატორიულად აჩვენა, რომ მეთოდი ეფექტურია.
რაჰმი ოკლუს მეთოდი „ოქროს სტანდარტად“ განიხილება, რაც მედიცინაში ტესტისთვის (ვიზუალიზაცია, სისხლის ანალიზი, ბიოფსია და ა.შ.) გამოიყენება და კონკრეტული მდგომარეობის დიაგნოსტიკისთვის საუკეთესოდ ითვლება.
FDA-ს დამტკიცების შემდეგ Obsidio-ს კაპიტალიზაციამ, რომლის თანადამფუძნებელი, გამგეობის წევრი და მთავარი სამედიცინო ოფიცერი პროფესორი, ოკლუა, 400 მლნ დოლარს მიაღწია.
რაჰმი ოკლუმ იელის უნივერსიტეტი დაამთავრა. სამედიცინო ხარისხი ნორზვესტერნის უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის წოდება კემბრიჯის უნივერსიტეტში სისხლძარღვთა ბიოლოგიის სფეროში მიიღო. მან ქირურგიისა და რადიოლოგიის კურსი კოლუმბიის უნივერსიტეტის ნიუ იორკის პრესვიტერიანულ ჰოსპიტალში დაამთავრა. მასაჩუსეტსის გენერალურ ჰოსპიტალში (MGH) ინტერვენციული სტიპენდიის შემდეგ, ოქლუ ფაკულტეტზე სისხლძარღვთა ინტერვენციულ რადიოლოგიაში კლინიცისტად დატოვეს და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში ასისტენტ პროფესორად მიიწვიეს. MGH-ში ხუთწლანი მუშაობის შემდეგ, რაჰმი ოკლუ მაიოს კლინიკაში გადავიდა, სადაც დროის ნახევარს ინტერვენციულ რადიოლოგად, მეორე ნახევარს კი ლაბორატორიაში ატარებს. ოკლუ, ასევე, რადიოლოგიური დეპარტამენტის კვლევების განყოფილების უფროსია.
მისი კვლევითი ინტერესი სისხლძარღვთა დაავადებებში ტრანსლაციურ მედიცინასა და იმპულსური ელექტრული ველით სტიმულაციის კლინიკურ გამოყენებას მოიცავს. ოკლუს კვლევებს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, მაიოს კლინიკა და სამედიცინო ინდუსტრია აფინანსებს.