Home დღის ამბები COVID-19-ით დაავადებულის მამა, ლაგოდეხის „ცხელების ცენტრში“   მოათავსეს

COVID-19-ით დაავადებულის მამა, ლაგოდეხის „ცხელების ცენტრში“   მოათავსეს

 

რუსთავში COVID-19-ით დაავადებულის მამა, ლაგოდეხის „ცხელების ცენტრში“   მოათავსეს რუსთავში covid-19-ით დაავადებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციალიტეტიდან არის.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით რამდენიმე საათის წინ ახალაზრდის მამა, რომელიც მშობლიურ სოფელში, ქვემო გურგენიანში იყო ჩასული, ლაგოდეხის „ცხელების ცენტრში“ გადაიყვანეს.

მამაკაცს ამ დროისთვის სიცხე აქვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაგოდეხში ნუნუ ნოზაძე ამბობს, რომ თავად რუსთავში ინფიციფებული ახალგარზდა ლაგოდეხში, ქვემო გურგენიანში მარტის ბოლოს იმყოფებოდა, მამა კი სოფელში ახლახანს ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაავადებულ ახალგაზრდას სოფელში 90 წლამდე პაპა ჰყავს, რომელსაც სხვადასხვა სახის დაავადება აქვს. ნუნი ნოზაძის თქმით, ამ დროისთვის სოფელ ქვემო გურგენიანში COVID-19-ით ინფიცირებული ახალგაზრდის ოჯახის 15-მდე კონტაქტია მოძიებული, ისინი თვითიზოლაციში გადავიდნენ.

დღეს კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

წყარო : რადიო თავისუფლება