ამერიკული კომპანია Apple Inc. სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი 500 ბრენდის რეიტინგს, რომელიც შემოგვთავაზა კვლევითმა კომპანიამ World Brand Lab (WBL).
აღსანიშნავია, რომ ამავე რეიტინგის გასული წლის ლიდერი იყო Google, რომელიც წელს მესამე ადგილზეა, მეორეზე კი Microsoft Corp გავიდა.
მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბრენდების ათეულში 8 ამერიკული კომპანიაა, მათ შორის არიან Amazon.com Inc., Walmart Inc., McDonald’s Corp., Coca-Cola Co. და Tesla. გამონაკლისი გახდა ორი ავტომწარმოებელი ბრენდი უცხოეთიდან იაპონური Toyota Corp. და გერმანული Mercedes-Benz.
სულ რეიტინგში წარმოდგენილია 33 ქვეყანა, რომელთა შორის დიდი სხვაობით ლიდერობს აშშ (188), ტოპ ხუთეულში ასევე არიან საფრანგეთი, იაპონია, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი. გერმანია, შვეიცარია და იტალია კი რეიტინგში 10-ზე მეტი ბრენდით არიან წარმოდგენილები.
World Brand Lab მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბრენდების რეიტინგს 2003 წლიდან აწარმოებს. კვლევაში 60 ქვეყნის 80 000-ზე მეტი ბრენდი ხვდება.