ამერიკულმა კორპორაციამ Amazon-მა სარჩელი შეიტანა სოციალური ქსელის Facebook-ის 10 ათასზე მეტი ჯგუფის ადმინისტრატორის წინააღმდეგ, ამ ჯგუფებში Amazon-ის პროდუქციის შესახებ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას თავად Amazon-ი ავრცელებს.
„Amazon-მა საჩივარი შეიტანა 10 ათასზე მეტი ადმინისტრატორის წინააღმდეგ, რომლებიც ფულის ან უფასო პროდუქციის სანაცვლოდ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდნენ Amazon-ის პროდუქციაზე,“ – წერია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ეს ჯგუფები Amazon-ის აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და იაპონიის ონლაინ მაღაზიების შესახებ შეიქმნა.
Amazon-ი გეგმავს სასამართლოს პროცესის მიმდინარეობისას გამოიყენოს ინფორმაცია ბოროტმოქმედების დასადგენად, რომლებიც ავრცელებდნენ ფალსიფიცირებულ შეფასებებს. კომპანია აპირებს მოითხოვოს ამ შეფასებების წაშლა.