დღის ამბები

თელავში პოლიციელი კორონავირუსით დაინფიცირდა

თელავში პოლიციელი კორონავირუსით დაინფიცირდა

კახეთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებული პოლიციელია, რომელიც წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი სოფლიდან არის , თუმცა ის გარდაბმის მუნიციპალიპიტეტში მუშაობს. კაცს რამდენიმე ათეულ ადამიანთან ჰქონდ კონტაქტი, ამიტომ ყველა მათგის ნიმუში სპეციალისტებმა უკვე აიღეს და ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
სამართალდამცველი მშობლიურ სოფელში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. მას კონტაქტი ოჯახის წევრებთან და იმ თანასოფლელებთან ჰქონდა, რომლებიც მას ყურძნის დაკრეფვაში ეხმარებოდნენ. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ეპიდემიოლოგები კი წყაროს დადგენაზე უკვე აქტიურად მუშაობენ.
ეპიდემიოლოგების განმარტებით, ეს არის შემოტანილი ვირუსი და კახეთის შემთხვევად არ განიხილება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close