ლაგოდეხისაზოგადოება

ლაგოდეხში, მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

0

ლაგოდეხში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს, კორონავირუსი დაუდგინდა. მოსწავლის ინფიცირების წყარო, ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივმა ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

“მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა დაბადების დღის აღსანიშნავად მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მისი რამდეეიმე თანაკლასელიც იყო. კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტია მოძიებული. “- ამბობს ნუნუ ნოზაძე.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვის განახლდა და თუ დამატებითი ზომების მიღება იქნება საჭირო, აუცილებლად გაითვალისწინებენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close