ახმეტარეგიონი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაიწყო

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაიწყო

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაიწყო.

სპეციალური ხსნარებით უკვე დამუშავდა ახმეტაში მრავალბინიანი საცხოვრებლების სადარბაზოები, ავტოსადგური და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

დეზინფექცია ჩაუტარდა სოფელ მატნის ამბულატორიას, მატნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიას, მრავალბინიანი საცხოვრებლის სადარბაზოებსა და სოფელ მატნის შესასვლელსა და გასასვლელში განთავსებული ბლოკპოსტების მიმდებარე ტერიტორიას.

ბოლო ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 28 კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული. სოფელ მატანში კი მესამე დღეა გაშლილია საველე-სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი და უფასო PCR ტესტირება უტარდებათ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1412 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close