დღის ამბები

კორონა ვირუსის ახალი შემთხვევა სიღნაღში

კორონა ვირუსის ახალი შემთხვევა სიღნაღში

კახეთში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან სიღნაში 2 , სოფელ მატანში 1, ხოლო ერთ მოქალაქეს დაუდგინდა ვირუსის არსებობა ორგანიზმში ლაგოდეხში. სიღნაღში დაინფიცირების წყარო უცნობია, სადაც covid -19 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დაუდასტურდა. ისინი თვითიზოლაციაში არიან იმყოფებიან, რომელთა ტრანსპორტირება თბილისში კოვიდმიმღებ კლინიკაში იგეგმება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ვირუსი ე.წ ქორწილის კონტაქტის კონტაქტს აღმოაჩნდა. კაცი ახლა საკუთარ საცხოვრებელ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა იგეგმება მისი თბილისში გადაყვანა სპეციალიზირებულ კლინიკაში. დაინფიცირებულის ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სოფელ მატნის შესასვლელ- გასასვლელში ამ დრომდე მოქმედებს სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი და უფასი PCR ტესტირება.

კახეთიდან სამედიცინო ცენტრ “ციტოში” 520 ნიმუშია გაგზავნილი, რომელიც პასუხები დღეს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close