მთავარი ამბები

მატანში კორონა ვირუსი კიდევ 15 ადამიანს დაუდგინდა

კოვიდ ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა მატანში

0

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ახმეტის მუნიციპალიტეტში. ეპიდემიოლოგიური ვითარების ასეთი რადიკალური ცვლილების გამო სოფელ მატანის შესასვლელ- გასასვლელში მოწყობილია სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ. პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მოზნით დილიდან დაიწყო სოფლის ყველა მცხოვრებისთვის ტექსტირების ჩატარება. ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დაინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობენ.

ამ სოფელში კორონავირუსის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 11 სექტემბერს გავრცელდა. დაინციფირებულ კაცს 5 სექტემბერს ქორწილი გორში ჰქონდა, რის შემდეგაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, რა დროსაც ტესტმა covid-19- ზე დადებითი შედეგი აჩვენა. მეორე დღეს კი ვირუსი მის მშობლებსაც დაუდასტურდა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ მატანში სტუმრად იმყოფებოდა თბილისში მცხოვრები და წარმოშობით ახმეტის სოფელ აწყრიდან დაონფიცირებული ექიმი, რომელსაც კორონავირუსი 8 სექტემბერს დაუდასტურდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close