გურჯაანისაზოგადოება

სოფელ ველისციხეში მცხოვრები დაინფიცირებული ქალის კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა

0

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები დაინფიცირებული ქალის კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.

ნიმუში სამედიცინო ცენტრ “ციტოში” გუშინ გაიგზავნა, სადაც ქალის ორგანიზმში ვირუსის არსებობა ლაბორატორიულად დაუდასტურდა.

სპეციალისტები ახალი დაინფიცირებული ქალის კონტაქტებს აქტიურად სწავლობენ. ამ მიზნით სოფელში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი უკვე მეორე დღეა მუშაობს.

სოფელ ველისციხეში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ის ჯერ covid-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გურჯაანის “ჯეო- ჰოსპიტალსში” შეიყვანეს , შემდეგ კი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

კორონავირუსი დაუდასტურდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრებ კაცს, რომელსაც ქორწილი გორში ჰქონდა და სოფელში ჩამოსვლის შემდეგ ვირუსი დაუდგინდა. სპეციალისტების შეფასებით, ეს არის შემოტანილი და არ განიხილება კახეთის შემთხვევად. დაინფიცირებული კაცი გადაყვანილია თბილისში, სპეციალურ კლინიკაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close