ახმეტაეკონომიკა

ახმეტაში დაზიანებული მოსავლის ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს

0

კახეთში მოსული სეტყვის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ყურძნის მოსავალი დაზიანდა. ზიანი მიადგა დაახლოებით 100 ჰა-ზე მეტი ვენახის ფართობს. სახელმწიფომ ფერმერებისგან დაზიანებული ყურძნის მიღება დაიწყო.
დაზიანებული მოსავლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან მეხუზლა.

დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, 16 ათას ტონაზე მეტი ყურძნის მოსავალია გადამუშავებული. რთველის პირველი ფაზა განსაკუთრებით აქტიურია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის გამო რთველი ნაადრევად დაიწყო ახმეტის მუნიციპალიტეტში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close