სამართალი

პანკისში, ყოფილი იმამის ოჯახი აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

0

ტერორიზმის ხელშეწყობით ბრალდებული ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილი ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს. ამ საკითხზე მშვიდობიანი აქცია თანასოფლელებმა, ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა ცოტა ხნის წინ გამართეს.

დაკავებულის დედა, მარიამ ბორჩაშვილი ამბობს, რომ ის, ვინც პანკისიდან სკოლის მოსწავლეები, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი სირიაში გაგზავნა თავისუფალია, ხოლო მისი შვილი სასჯელს უკანონოდ იხდის. “დაკავებული ბორჩაშვილი 9 შვილის მამაა,ოჯახს სხვა მარჩენალი არ ჰყავს და მას საქართველოს წინააღმდეგ არაფერი ჩაუდენია.”- ამბობენ აქციის მონაწილეები.

 

სოფელ ჯოყოლოში შეკრებილები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებს მიმართავენ და ამ საქმის შესწავლას სთოხვენ.

ბორჩაშვილი 2015 წლის 14 ივნისს დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად პანკისიდან სირიაში აგზავნიდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აიუფ ბორჩაშვილს 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close