სიღნაღში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სიღნაღში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Views: 50 ქალაქ სიღნაღში აბრამიშვილის, ბეჟანიშვილის, მოსაშვილის და მოსულიშვილის ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე აბრამიშვილის და ბეჟანიშვილის ქუჩებზე მოასფალტება დასრულდა. მათივე ინფორმაციით, ასევე, ბეჟანიშვილის ვრცლად/More »

“ბორჯღალოსნების” 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

“ბორჯღალოსნების” 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

Views: 50 “ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. გაფართოებულ შემადგენლობაში 28 ლეგიონერია, 15 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. ვრცლად/More »

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

Views: 56 სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობა გახსნეს. მკვლელობაში ბრალდებული ფ.მ. სამართალდამცველებმა უკვე დაკავეს. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, სოფელ ყარაჯალის ცენტრში თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე მამაკაცი მოკლა. ადგილობრივები მომხდარს ვრცლად/More »

ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

Views: 48 აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება. თეთრი სახლის ლიდერი ამჯერად ირანს განადგურებით დაემუქრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატები თავდასხმებს გაძლიერებული ძალებით უპასუხებს, რაც ზოგიერთ სფეროში სრული განადგურება იქნება. “ამერიკული სამიზნეების წინააღმდეგ ვრცლად/More »

ივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)

ივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)

Views: 56 “პირველი რადიოს” ინფორმაციით, გვიან ღამით, ბიძინა ივანიშვილთან გახარიას მონაწილეობით მმართველი რამდენიმე ლიდერის შეხვედრა გაიმართა. წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობდნენ. არსებული ინფორმაციით, მონაწილეთა ნაწილი გახარიას გადადგომას ითხოვდა, თუმცა მათ ივანიშვილის დარწმუნება ვრცლად/More »

თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

Views: 60 თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწვლებლის წინ თელავის საპატიო მოქალაქის, კომპოზიტორ ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე მუსიკოსის საავტორო საღამო გაიმართა. ვრცლად/More »

თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

Views: 762 2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტში  15 მილიონი  ლარი დაიხარჯება, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. თანხები  გადანაწილებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე  რეგიონული განვითარების   ფონდიდან, სოფლის დახმარების პროგრამებიდან, სკოლებისა და ამბულატორიებისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სუფსიდიდან .  ვრცლად/More »

ვინ არიან კახელი მილიონერი პარლამენტარები

ვინ არიან კახელი მილიონერი პარლამენტარები

Views: 246 „მედიატორმა“ და პარტია „ახალმა საქართველომ“ ერთობლივი კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრთა ქონების კვლევა ჩაატარა.  ვრცლად/More »

ირმა ინაშვილი – „ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება იყოს უფასო “

ირმა ინაშვილი – „ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება იყოს უფასო “

Views: 192 ირმა ინაშვილი – “ფაქტია, რომ სკოლის სასადილოებში არსებობს ე.წ. ნისიის რვეულები, სადაც ფიქსირდება,- თვის მანძილზე კონკრეტულმა მოსწავლემ რამდენი ცალი ფუნთუშა, თუ ღვეზელი აიღო. ვრცლად/More »

ირმა ინაშვილი – „პანკისის მოსახლეობა კი, რომელსაც ტყუილი არ უყვარს, უკმაყოფილოა“

ირმა ინაშვილი – „პანკისის მოსახლეობა კი, რომელსაც ტყუილი არ უყვარს, უკმაყოფილოა“

Views: 182 საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიცე სპკერმა, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პანკისის ირგვლივ არსებულ  მდგომარეობას გამოეხმაურა “მე არა ვარ ჰესების მოწინააღმდეგე, მაგრამ რომც ვიყო, ეს დანაშაული არ არის, ამიტომ ჩემს დამოკიდებულებას და ვრცლად/More »

 

მაკა მოსიაშვილის ერთი დღე

მაკა მოსიაშვილი – ჟურნალისტი, MAK.GE-ს დირექტორი


აღმოჩნდა რომ ამ რუბრუკის პირველი მერცხალი მე ვარ… ანუ უნდა დავწერო ჩემი ერთი დღე, არც დიდი უნდა იყოს და არც პატარა …
წერა რომ ჩემი ცხოვრების ნაწილია ეგ უკვე იცით, მაგრამ ხშირად წერასაც რომ ვყავარ ატანილი ალბათ ესეც ცნობილია…
მაშ ასე მოდი დავიწყოთ…
ბავშობიდან ვერ ვიტან დილით გაღვიძებას, ძირითადად ბოლო წლებში ჩემი შვილები მაღვიძებენ და უმეტესად მეუბნებიან „კარგად დეე, სკოლაში წავედით“, მერე ისევ ძილს ვაგრძელებ და ჩემი დილა 11 საათის მერე იწყება. ხანდახან, ამ დილის სიამოვნებას საკრებულოს სხდომები მირღვევს ხოლმე და ამიტომ ხშირად ვახსოვარ დეპუტატებს ნახევრად გაღვიძებული, თმა აჩეჩილი უჟმური ხასიათით.

ამ ბოლო დროს მგონი გამიგო საკრებულომ და სხდომები ძირითადად 12 საათზე იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ მე გამოძინებული, ყავა მირთმეული, თმა დავარცხნილი და მძივ-ჩამოკიდებული ვცხადდები საკრებულოს სხდომაზე ჩემი მოქალაქეობირი ვალის შესასრულებლად.
დღეს საკრებულოს სხდომა არ იყო, ამიტომ 11 საათზე ანანომ გამაღვიძა, გრემიდან გამოვიდა ჩემი 10 წლის დისშვილი (აქვე ვიტყვი, რომ არ მიყვარს სიტყვა დის შვილისა და ძმის შვილის თქმა, მირჩევნია ვთქვა ჩემი შვილი) ჩამეხუტა, მაკოცა, მერე კი ტელევიზორი ჩართა … მე ტელეფონი მოვიმარჯვე, ჩემს რედაქტორს და მეგობარს – ელისო კილაძეს დავურეკე, ერთ ძალიან სასაცილო ადამინზე ვიცინეთ … მოკლედ დილა მხიარულად დაიწყო. მალე ყავით ხელში ბოდიალს მოვრჩი სახლში…
ამასობაში ტელეფონმა დარეკა ჩემი მეგობარი “მოქალაქე არჩილი” მირეკავდა
-ჰა ხომ არ დაგავწიყდა 1 საათზე სად ვართ? – და რაღაც ძალიან გრძელი სახელი მითხრა სამუშაო ჯგუფის, რომელიც თელავში პარკირების წესის შემოღებაზე მუშაობს…

მოკლედ მე 12 საათზე უკვე „კახეთის ქალთა კლუბში“ ვიყავი, ცოტახანში საკრებულოს სხდომათა დარბაზში წავედით მე და “მოქალაქე”, სადაც 1 საათიანი სამუშაო შეხვედრას დავესწარი. არ მახსოვს იქ რა ვთქვი, მახსოვს რომ აჩიკო კითხვებს სვავდა, თავმჯდომარე – დათო ღაღანიძე პასუხობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრამ  შედეგი გამოიღო, რაც იმას ნიშნავს რომ  უახლოეს მომავალში საკრებულო მიიღებს პარკირების წესს. ხო აი გამახსენდა, ტაქსებზე ვსაუბრობდით, თელავში არსებულ ძალიან ბევრ ტაქსზე, რომლებსაც არც ლიცენზირება აქვთ გავლილი, სადაც უნდათ ყველგან აჩერებენ. ჩემი აზრი ასეთია: ყველა ტაქსის მძღოლი ვინც ამ ქალაქში შრომობს და იღებს შემოსავალს, უნდა იხდიდეს გადასახადს, რადგან გზას ცვეთს და იმ გზის განახლება მუნიციპალიტეტს უწევს. თუმცა მუნიციპალიტეტმა თავისი ვადებულება უნდა შეასრულოს, მოაწესრიგოს გზები და პარკინგი. და საერთოდ ვისაც ერთ ოჯახში ერთზე მეტი ავტომობილი გყავთ, ყველამ უნდა გადაიხადოთ გადასახადი გზის გაცვეთისათვის, ჰაერის დაბინძურებისათვის და ა. შ. 
შეხვედრის შემდეგ მუნიციპალიტეტის მეორე სართულზე აღმოვაჩინე, რომ გასაუბრება მიმდინარეობდა გამოცხადებულ ვაკანსიებზე… რიგში მდგარ ადამიანებს შორის წინა მოწვევის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – ნოდარ ჯანდიერი ვიხილე. სიმართლე გითხრათ, ცოტა ვიღლიცინე და შევახსენე, რომ მის ყოფილ კაბინეტში მასვე ექნებოდა გასაუბრება სპეციალისტის ვაკანსიაზე თუ რა ვიცი რაც ჰქვია…

საუბარში გართულმა, მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის კაბინეტი შევხსენი და აღმოვაჩინე რომ გიგიაშვილი იქ არ იყო. უხხ, შევიცხადე და წებოვან ფურცელზე დაწერილი პატარა წერილი დაუტოვე.
გიგიაშვილზე სულ მეცინება 🙂  წინა მოწვევის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, თვეში 400 ლიტრი საწვავი ჰქონდა გამოყოფილი. მეზობელი მუნიციპალიტეტიდან არის, ენისლელია… საწვავს სრულად მგონი არ ითვისებდა, მაგრამ რასაც ითვისებდა, იმდენიც არ სჭირდებოდა და დღემდე სულ ის მაინტერესებს – სახლში რამდენ ბენზინს იღებდა “შლანგით” ავტომობილის „ბაკიდან“. მომკალით და არ მჯერა რომ თუნდაც 300 ლიტი სჭირდებოდა თელავი-ენისლის გზაზე … შარშან, წასვლისას იხვეწებოდა, ნეტა რიგით სპეციალისტად დამტოვონო და უცებ გახდა აუდიტის უფროსი…

4 საათზე მეორე შეხვედრაზე წავედით მე და “მოქალაქე არჩილი”, „თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ თემაზე: „სამოქალაქო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება”, სადაც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ თბილისიდან მოწვეული სამოქალაქო აქტივისტები:
დავით სუბელიანი – თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენელი სოფო ვერძეული – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი
შევხედრაზე სპიკერები არსებული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად სამოქალაქო კამპანიის მაგალითს დეტალურად განიხილავენ და დამსწრეების კითხვებს უპასუხებენ.“

ეს ტექსტი გადმოვაკოპირე. ( 🙂 )
შეხვედრა კი კარგი იყო. ვისაუბრეთ მაისის აქციებზე, შიდა და გარე მხარეებზე, ხო, გახარიას მეგრულ ჭკვაზე და მოხერხებულობაზე.  მე დღემდე ვთვლი, რომ საქართველოში არსებული ყველა სამოქალაქო პროტესტი რეზონანსული იყო და აკი მივიღეთ კიდეც შედეგი, შეიძლება მცირე, თუმცა მაინც კარგია…

მე და ჩემი მეგობარი მოქალაქე არჩილ მჭედლიშვილი “სამოქალაქო პროტესტი ცხვრის” ავტორები ვართ. ხო, ჩვენ გამოვიყვანეთ ცხვარი კანდიდატად, ვისაც არ ახსოვს შევახსენებ. სწორედ ამიტომ არჩილმა დემოკრატიის სკოლისგან 2017 წლის დემოკრატიის ლიდერის პრიზი მიიღო . რასაც ვთვლი რომ მისსა და ჩემს ცხვორებაშიც ძალიან მაგარი მოვლენაა, დიდი და საპასუხისმგებლო. ჩვენს ცხვარზე შემიძლია ის ვთქვა, რომ ცხვარმა თავისი მოვალეობა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა და პოლიტიკოსებს შეახსენა: „ცხვარი ცხვარია თუ გაცხარდა ცხარეა“ბოლომდე ნუ იქნებით ცხვრები, თუ უნდა იყოთ ცხვარი, მაშინ აირჩიეთ ნამდვილი ცხვარი… და ასე მოვუყევით თბილისელ აქტივისტებს თელაველი აქტივისტების ამბები…

ახლა “ქალთა კლუბში” ვარ და დღიურს ვწერ. ჩემი დღე ჯერ არ დასრულებიულა. სახლში დედა მელოდება და რომ მივალ ზამთრისთვის აჯიკა და ლეჩო გვაქვს გასაკეთებელი… ბავშვები აქ არ არიან, სოფელში წავიდნენ. მათი ზარები გამომრჩა, ნახევარ საათში ერთხელ რომ რეკავენ და ამბობენ: „დედაა ვანიკოს უთხარი მეთამაშოს და ნუ მაწვალებს”
. ამ ზარის ავტორი თამარია. „დედა თამარს უთხარი დამიჯეროს ბებოს მიეხმაროს და დაუჯეროს“. ამ ზარის ავტორი ვანოა. „დეეე ძალიან მომენატრე, წამიყავნე რაა“. ეს მარიამია, ჩემი უფროსი ქალიშვილი….

ყველაზე საინტერესო პროცესი მაინც ჩემს სახლში, სამზარეულოშია: მე ფართუკით, ჩართული ტელევიზორით და ხელში მომარჯვებული ტელეფონით…
ღამე გვიან დავიძინებ, 9 საათის მერე ძირითადად, ფეისბუქს ვარ მიჯაჭული. ღამით ვუყურებ დღის მანძილე გასულ ყველა საინფორმაციოს და საზოაგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუს. ღამე ვწერ ჩემი უსაყვარლესი გაზეთ „ქრონიკა+“ -სთვის სტატიებს.  ღამე ვამოწმებ მასალებს. ღამე ჩემი ერთგული მეგობარია…


დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე :  მთავარი ამბები კახეთში

 

Facebook Comments